ელიავა კონსორციუმი


 

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

 
დაარსდა 1923 წელს, ქართველი მიკრობიოლოგის გიორგი ელიავასა და ბაქტერიოფაგიის ფენომენის ერთ-ერთი აღმომჩენი, ფრანგი კანადელი მეცნიერის, ფელიქს დერელის მიერ. ინსტიტუტი მალევე გახდა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევები ფაგების შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით. წლების განმავლობაში, ინსტიტუტი ამარაგებდა მთელს საბჭოთა კავშირს ბიოლოგიური პროდუქტებით, რომლებიც წარმატებით გამოიყენებოდა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე სამხედრო ძალების ქსელში.
 
დღევანდელ რეალობაში, გ. ელიავას სახელობის ინსტიტუტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცენტრია, რომელიც მუშაობს ბაქტერიოფაგების კვლევასა და ადამიანისა და ცხოველების დასაცავად შესაბამისი ფაგური პრეპარატების შექმნაზე.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
ტელ: +(995) 32 2 37 49 10
მის: გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160.
მეილი: info@pha.ge
ვებ-გვერდი: http://eliava-institute.org/
სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/eliavaconsortium
 

 

 


 

ელიავა • ბიოპრეპარატები

 
აწარმოებს მაღალ-ეფექტურ სამკურნალო პროფილაქტიკურ ბაქტერიოფაგების პრეპარატებს. დღეისათვის, ელიავას ბრენდის ქვეშ, 6 სხვადასხვა სახის პრეპარატი იწარმოება, რომელიც საქართველოს მასშტაბით ქსელურ აფთიაქებშია ხელმისაწვდომი. კომპანია ამჟამად მუშაობს წარმოების საერთაშორისო სტანდარტის (“კარგი წარმოების პრაქტიკა”) მისაღებად.

  • პიო ბაქტერიოფაგი
  • ინტესტი ბაქტერიოფაგი
  • სეს ბაქტერიოფაგი
  • სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი
  • ფერსისი ბაქტერიოფაგი
  • ენკო ბაქტერიოფაგი
  •  
    საკონტაქტო ინფორმაცია:
     
    ტელ: +(995) 32 2 37 07 02
    მის: გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160.
    მეილი: info@phage.ge
    ვებ-გვერდი: https://phage.ge/
    სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/eliavabiopreparations
     

     


     

    ელიავა • ფაგოთერაპიის ცენტრი

     
    ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის ანტიბიოტიკო-რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გთავაზობთ ამბულატორიული ტიპის კლინიკურ მომსახურებას ფაგოთერაპიის გამოყენებით. ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნის პაციენტებისთვის პერსონალიზებულ მკურნალობას, რაც სამედიცინო ტურიზმის საუკეთესო ნიმუშია საქართველოში.
     
    საკონტაქტო ინფორმაცია:
     
    ტელ: +(995) 32 2 72 86 86
    მის: გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160.
    მეილი: info@eptc.ge
    ვებ-გვერდი: https://eliavaphagetherapy.com/
    სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/PhageTherapy/
     

     


     

    ელიავა • სადიაგნოსტიკო ცენტრი

     
    გთავაზობთ მრავალფეროვან ბაქტერიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ და იმუნოლოგიურ სადიაგნოსტიკო კვლევებს. ყველაზე მნიშვნელოვანია კლინიკური
    ნიმუშების ტესტირება ფაგების მიმართ მგრძნობელო-
    ბაზე, რაც მხოლოდ ამ კომპანიის უპირატესობაა.
    საკონტაქტო ინფორმაცია:
     
    ტელ: +(995) 32 2 18 20 00
    მის: გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160.
    მეილი: diagnostic@pha.ge
    ვებ-გვერდი: https://bacteriophage.ge/
    სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/Diagnosis90
     

     


     

    ელიავა • ავტორიზებული აფთიაქი

     
    გთავაზობთ მედიკამენტებისა და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
    აფთიაქს გააჩნია სპეციალური ლიცენზია, სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, ინდივიდუალური პაციენტისთვის მორგებული, მაღალხარისხიანი ბაქტერიოფაგების პრეპარატების მოსამზადებლად.
    საკონტაქტო ინფორმაცია:
     
    ტელ: +(995) 32 2 38 38 19
    მის: გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160.
    მეილი: info@bacteriophagepharmacy.com
    ვებ-გვერდი: https://bacteriophagepharmacy.com/
    სოციალური ქსელი: https://www.facebook.com/bacteriophagepharmacy
     

     


     

    ელიავას ფონდი – საქართველოში ბაქტერიოფაგიის განვითარების ასოციაცია

     
    ელიავას ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ დაარსებული არამომგებიანი ელიავას ფონდი რამდენიმე შვილობილი კომპანიის დამფუძნებელია. ამ კონსორციუმის მიზანია, ელიავას ინსტიტუტის მიერ შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია, შექმნილი პროდუქტების და შესაბამისი მომსახურების ფართო გამოყენება ადამიანების, ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს დაცვისათვის.