გ. ელიავას ინსტიტუტსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ამა წლის 30 ივლისს, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გ. ელიავას ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია ქუთათელაძემ და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა თამარ ვახტანგაძემ.
თანამშრომლობის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის გაძლიერება, ერთობლივი კვლევების განხორციელება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, სასწავლო და საგანმანათლებლო აქტივობების, კონფერენციების, ტრენინგებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების მიმართულებით.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეცნიერებისა და კლინიკური პრაქტიკის დაახლოებისკენ და ხელს შეუწყობს ბაქტერიოფაგების კვლევისა და მათი სამედიცინო გამოყენების განვითარების ახალ შესაძლებლობებს პედიატრიაში.
ბმული: https://www.facebook.com/share/v/1G5GwBk11G/?mibextid=wwXIfr